მართალია, გასული წელი მოდის სამყაროსთვის ხმაურით არ გამოირჩეოდა, მაგრამ სწორედ ეს იყო წელი, როცა განსხვავებული და ახალი დიზაინები ვიხილეთ. საზოგადოებამ მოდა შეცვალა, ახლა ყველა ადამიანს საკუთარი სტილი აქვს და სწორედ ეს არის ტრენდული. თუკი ადრე დიზაინერები და მოდის ჟურნალები გვკარნახობდნენ თუ რა იყო ტრენდული, ახლა მოდას ბლოგერები ქმნიან. ერთად ვნახოთ, 2021 წლის მომავალი ტრენდები.
1
დიდი ზომის პიჯაკები: 80-იანი წლების სტილის შთაგონებით განსაკუთრებით ტრენდული იქნება 2021 წელს. ამ სტილის პიჯაკებს Boyfriend Jackets უწოდებენ. მხრის ბალიშები თქვენს ლუქს განსაკუთრებულ ექსტრავაგანტულობას მისცემს. ყველაზე კარგი ის არის, რომ ამ სტილის პიჯაკის მორგება როგორც კლასიკურ, ასევე თავისუფალ სტილზეც შეგიძლიათ.
განსხვავებული ლუქისთვის შეგიძლიათ ის ტყავის შორტებს, ან გაშლილ კლასიკურ შარვალს შეუხამოთ. ფანტაზია თქვენს ხელშია, იყავით თავდაჯერებულები, რადგან ამ პიჯაკისგან შემდგარი ლუქის ცუდად აწყობა პრაქტიკულად შეუძლებელია.
2
შავი პიბადე: მოდა და სილამაზე კარგია, თუმცა სიფრთხილე არ უნდა დაგვავიწყდეს. ამაში შავი პირბადე არამარტო დაგეხმარებათ, არამედ თქვენს ლუქს მეტად დახვეწილ და მოწესრიგებულ იერს მისცემს.
რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ექსპერიმენტებიც ჩაატაროთ. ცნობილმა მოდის ბლოგერმა, ოლივია პალერმომ გასულ წელს პირბადე მოდურ აქსესუარად გარდაქმნა, თუმცა ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შავი ფერი ყველაფერს უხდება. აქცენტი თვალის მაკიაჟზე გააკეთეთ.
3
შარფი, როგორც თმის აქსესუარი: ამ ტრენდის შთაგონება 50-60-იანი წლების სტილიდან მოდის. აბრეშუმის შარფი ნებისმიერ ლუქს დასრულებულ, გლამურულ იერს მისცემს. შარფი შეგიძლიათ სხვადასხვანაირად მოირგოთ, შეიკრათ წინ, ნიკაპთან, ან უკან.ამ შემთხვევაშიც შეგიძლიათ ფანტაზიას გასაქანი მისცეთ. შეარჩიეთ აბრეშუმის შარფი სასურველი დიზაინით. გახსოვდეთ, რომ წელს ყველაზე ტრენდული მაინც ინდივიდუალიზმია, იყავით გაბედულები.